Thursday, April 21, 2016

პროექტის გეგმა

1.      პროექტის სახელწოდება: გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსები
2.      პროექტის  აქტუალობა: მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია ქართველი მათემატიკოსების შესახებ. გაეცნონ თითოეულ მათგანს რა წვლილი მიუძღვით მათემატიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებასა და განვითარების საქმეში.
3.      პროექტის მიზანი: გაეცნონ გამოჩენილ ქართველ მათემატიკოსებს, განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის, ინფორმაციის ორგანიზების, აურთიერთპატივისცემის, მოსმენის უნარი.
4.      მონაწილეთა ასაკი: 12-13წ.
5.      პროექტის ხანგრძლივობა: 1თვე
6.      მოსალოდნელი პროდუქტი: მოსწავლეები ეუფლებიან კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას, ნასწავლის პრაქტიკულ გამოყენებას, უვითარდებათ აზროვნება, ეძლევათ საშუალება საკუთარი იდეები და შეხედულებები ჩამოაყალიბონ, უჩნდებათ ახლის ძიების სურვილი.
7.      პროექტის მიმდინარეობა: პირველი ჯგუფი ეძებს ინფორაციას ორი მეცნიერის ანდრია რაზაძისა და ნიკო მუსხელიშვილის ბიოგრაფიებისა და ნაშრომების სესახებ.
მეორე ჯგუფი ეძებს ინფორმაციას გიორგი ნიკოლაძის და ა. ხარაბაძის ბიოგრაფიებისა და შრომების შესახებ.
მესამე ჯგუფი ეძებს ინფორმაციას ილია ვეკუას ბიოგრაფიის შესახებ და ეცნობა მის ნაშრომებს, თან უზიარებენ ერთმანეთს ბიოგრაფიებისა და ნაშრომების გაცნობით მიღებულ შთაბეჭდილებებს.
8.      საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ისტ. განხორციელება ხდება ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებით
უცხო ენა- ინფორმაციის ინტერნეტში მოძიება და გადათარგმნა.
მათემატიკა 7.14 მოსწავლეს შეუძლია დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება.
მათემატიკა 7.15 მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
9.      პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: მასალის მოძებნა დამხმარე ლიტერატურის საშუალებით, ინტერნეტის გამოყენებით.
10.  პროექტის ხელმძღვანელი: დალი სირბილაძე
11.  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: sirbiladzelali59@gmail.com


Add caption